საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა ფულადი ანაზღაურებით!

ვიწვევთ დაინტერესებულ პირებს/სტუდენტებს ეკონომიკურ კვლევით ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად. ექსპერიმენტი ტარდება ონლაინ. მონაწილე არ საჭიროებს ეკონომიკურ განათლებას, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. კვლევითი ექსპერიმენტი ტარდება თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში.

 

ეკონომიკური ექსპერიმენტის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთია.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. 

 

სავალდებულო მოთხოვნები:

  • სტუდენტი / სრულწლოვანი მოქალაქე.
  • ინტერნეტზე წვდომა და პერსონალური კომპიუტერი ან სმარტფონი.
  • ყველა ტიპის ინტერნეტ ბრაუზერი, Internet Explorer-ის გარდა.
  • წინასწარი ონლაინ განაცხადის შევსება და დასტურის მიღება.
  • საბანკო ანგარიშის წარდგენა. 
  • ექსპერიმენტის დანიშნულ დროს გამოცხადება (დაგვიანებული ვერ შეძლებს მონაწილეობას).
  •  

ექსპერიმენტის ჩატარების თარიღი:

  • 7 ივლისი, ხუთშაბათი, 12:00 საათი (ონლაინ).

 

რეგისტრაცია:

  • კვლევით ექსპერიმენტში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე:  https://forms.gle/GEPzympFCjb8g4u49 
  • ონლაინ განაცხადის შეტანის შემდგომ, თქვენს ელ.ფოსტაზე ექსპერიმენტის ორგანიზატორთაგან მიიღებთ რეგისტრაციაზე დასტურსა და დამატებით ინფორმაციას.
  • მხოლოდ დასტურის შემდგომ შეგიძლიათ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება.

 

გაითვალისწინეთ, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

 

ანაზღაურება:

  • მონაწილეებს შეეძლებათ გამოიმუშაონ სხვადასხვა თანხა (0 - 25 ლარის ფარგლებში), რაც დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებებზე ექსპერიმენტის მსვლელობისას.
  • ანაზღაურება მოხდება ექსპერიმენტის დასრულებისთანავე, უნაღდო ანგარიშსწორებით.
  • გადახდა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მონაწილე გამოაგზავნის ელექტრონულად ხელმოწერილ გადახდის დოკუმენტს.
  • გადახდის დოკუმენტი ფორმდება ელექტრონული ხელმოწერით (PDF დოკუმენტში) 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

 

  • კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: experimlab@gmail.com  
  • დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ Facebook გვერდს:   https://www.facebook.com/georgia.labb
თარიღი: 04/07/2022